Saturday, May 3, 2014

ტრენინგის მნიშვნელობის დასაბუთება

   მინდა ვთქვა,რომ, მიუხედავად პედაგოგის რთული ცხოვრებისა და გადატვირთული გრაფიკისა, ჩვენი ტრენინგი იმდენად მრავლისმომცემი აღმოჩნდა ჩვენი ენერგიული ტრენერის-ქალბატონი ქეთი ცერაძის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების დიდი უნარის წყალობით ,რომ კიდევ არ დავიშურებდი ძალისხმევას და დროს მის მოსასმენად.
  პროექტზე დაფუძნებული სწავლება ერთ ერთ უახლეს და პროდუქტიულ მეთოდად მიიჩნევა თანამედროვე განათლების სისტემაში,რაც უვითარებს ბავშვებს კვლევა ძიების,პრობლემის გადაჭრის დამოუკიდებლად აზროვნების უნარებს.ისინი მეტი აქტიურობით ერთვებიან სასწავლო პოცესში და იძენენ 21-ე უნარ-ჩვევებს.
  ბევრი აქამდე ჩემთვის მიუწვდომელი და ბუნდოვანი საკითხი ნათელი გახდა(ტექნილოგიების  ფლობის თვალსაზრისით).
  გამიჩნდა დიდი სურვილი და ახლა უკვე შესაძლებლობაც რომ გავაკეთო ელექტრონული პორტფოლიო და თავი მოვუყარო ერთად ჩემი პროფესიული საქმიანობის ამსახველ მასალას.თუ რა აქტივობებს ვატარებ სკოლაში,ჩემს მოსწავლეებთან,კათედრაზე,კოლეგებთან,როგორ ვზრუნავ პროფესიული ზრდის თვალსაზრისით.
რაც შეეხეხება პროექტს,გამიჩნდა რამდენიმე იდეა აქტუალურ და პრობლემატურ თემებზე და აუცილებლად განვახორციელებ!

ტრენინგის მეცხრე დღე

   დღეს ერთხელ კიდევ გადავავლეთ თვალი მნიშვნელოვან მასალას,გაჯეტების ადგილი და ჩასმა ბლოგებში.
  შემდეგი საკითხი იყო   ბლოგში გვერდების ჩამატება,რედაქტირება,წაშლა.
   ვიმუშავეთ პიკასა ალბომზე,ავტვირთეთ სურათები,გადავიტანეთ ბლოგის გაჯეტებში.
 ტრენინგის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი პროექტების პრეზენტაცია იყო.განსაკუთრებით გამოირჩეოდა ტრენინგის ერთ-ერთი მონაწილის ქ-ნი ლეილა ნამორაძის პრეზენტაცია მეტად აქტუალურ თემაზე-ქარსაცავი ზოლები გორის მუნიციპალიტატის ტერიტორიაზე.საკითხი იმდენად კარგად იყო გაშლილი,რომ სურვილი გამიჩნდა,პირადად ჩავერთო ხეების დარგვის პროცესში.რაც მთავარია,პროექტმა დააინტერესა მოსწავლეები,მათ ჩაატარეს კვლევა,ჩაერტვნენ სასწავლო პროცესში მეტი ინტერესით და შედეგიც სახეზე აღმოჩნდა:დაირგო ხეები გამწვანდა გარემო და სახალისო გახდა სწავლის პროცესი.
  ბოლოს,შევაჯამეთ ტრენინგი და დავწერეთ რეფლექსია.

Sunday, April 27, 2014

ტრენინგის მერვე დღე

     დღეს მთლიანად გავიმეორეთ ნასწავლი მასალა,შემდეგ ტრენერმა აგვიხსნა,თუ როგორ გავუწიოთ ფასილიტაცია მოსწავლეებს და როგორ შევქმნათ ფასილიტაციის რესურსი.
გადავხედეთ პორტფოლიოს,შევიტანეთ ცვლილებები სახელწოდებებში და პორტფოლიო ავტვირთეთ ჩვენს ბლოგზე.ვიმუშავეთ გაჯეტებზე და დავამატეთ რამდენიმე გაჯეტი.
გავაკეტეთ რეფლექსია.

Saturday, April 26, 2014

ტრენინგის მეშვიდე დღე

მეშვიდე დღე დავიწყეთ გამეორებით,შემდეგ ვისაუბრეთ მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე, ტრენერმა განგვიმარტა ,რომ შედეგის მისაღწევად აუცილებელია დავგეგმოთ გაკვეთილი გარდნერის მრავალმხრივი თეორიის გათვალისწინებით.მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობისთვის გავითვალისწინოთ მათი ინტერესები.
   შევადგინეთ პროექტის კითხვარი სსსმ მოსწავლეთათვის.
  შემდეგი საკითხი ძალიან საინტერესო იყო-საათის ჩასმა ბლოგის გაჯეტში.
ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე,მის შევსება-სრულყოფაზე,გავწერეთ სასწავლო პროცედურები.
   მოუთმენლად ველოდები შემდეგ კიდევ ერთ საინტერესო დღეს!

Tuesday, April 22, 2014

ტრენინგის მეექვსე დღე

        დღეს ვიმუშავეთ სასწავლო ნიმუშების შექმნაზე.ვიმუშავეთ მოსწავლის პრეზენტაციის შექმნაზე,შევქმენით და შევინახეთ მოსწავლის ნიმუშებში.
   ტრენერმა აგვიხსანა,რომ პრეზენტაციაში უნდა ჩანდეს,რა კვლევა ჩაატარა მოსწავლემ,მიზანი,პროექტის მიმდინარეობა და შედეგი-დიაგრამის სახით.
   გადავხედეთ ვიუერში არსებულ გეგმებს და შეფასების რუბრიკებს.
ვიმუშავეთ ბლოგებზე,გავაკეთეთ რეფლექსია.

Thursday, April 17, 2014

ტრენინგის მეხუთე დღე

   ტრენინგი დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით,შემდეგ ვისაუბრეთტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებულსამართლებრივ და ეთიკურ ნორმებზე.შემდეგ ვისწავლეთ გამოყენებული ლიტერატურის შაბლონის მითითება.
   ვნახეთ რჩევები,თუ როგორ გავაკეთოთ უკუკავშირი.
სათაურის რედაქტირება,ვისწავლეთ კომენტარების დადება ბლოგზე,სათაურის რედაქტირება,ბლოგის წაშლა-აღდგენა.
  შევქმენით მოსწავლის ბლოგის ნიმუში და დავაკეთეთ გაჯეტები.
კიდევ ერთი საინტერესო დღე დამტავრდა.გმადლობთ,ქალბატონო ქეთი!

Saturday, April 12, 2014

ტრენინგის მეოთხე დღე

დგეს,ჩვეულებისამებრ,გავიმეორეთ წინა დღის მასალები,შემდეგ გადავედით შეფასების მეთოდების განხილვაზე,ტრენერმა განგვიმარტა,რომ შეფასებისას უნდა გამოვიყენოთ მრავალფეროვანი აქტივობები.აგვიხსნა,რომ განმავითარებელი შეფასება უფრო მეტი უნდა იყოს ვიდრე განმსაზღვრელი.
ვისწავლეთ,თუ როგორ შევადგინოთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა .
გავაკეთეთ პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია და გადავიტანეთ ბლოგზე.,გავაკეთეთ უკუკავშირი.

Wednesday, April 9, 2014

ტრენინგის მესამე დღე

 
დგეს გავიმეორეთ ნასწავლი მასალა,გავიხსენეთ ბუკლეტის დამზადება.შემდეგ დავიწყეთ პროექტის მიზნის განსაზღვრაზე მუშაობა.ტრენერმა აგვიხსნა,რომ მიზნის განსაზღვრის დროს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მისაღწევი შედეგი.
მიზანი უნდა ხელს უწყობდეს 21-ე  საუკუნის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას.
ვისწავლეთ სტანდარტის დადგენა და ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე.ვისაუბრეთ მიმართულების მიმცემი კითხვების მნიშვნელობაზე.ტრენერმა კიდევ ერთხელ განგვიმარტა,რომმიზანი უნდა გამომდინარეობდეს სტანდარტიდან,ხოლო შეკითხვები-მიზნიდან.
ნელ-ნელა უფრო და უფრო საინტერესო ხდება.მოუთმენლად ველოდები სემდეგ ტრენინგს.

Sunday, April 6, 2014

ტრენინგის მეორე დღე

ტრენინგის მეორე დღე ნაყოფიერი  აღმოჩნდა.განვიხილეთ საშინაო დავალებები,ვისაუბრეთ პროექტის იდეებზე.გავიმეორეთ წინა დღის მასალა.გავიხსენეთ ვორდის ინსტრუმენტები.
შევარჩიეთ ფორმატი ბუკლეტის და ვისწავლეთ დამზადება.სტატიაში გათვალისწინებულ უნდა იყოს ბენეფიციარების ინტერესები.
კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ,რომ პროექტზე დაფუძნებული სწავლება ხელს უწყობს მოსწავლეთა აქტივობის ზრდას და გამოცდილებისა და კვლევის საფუძველზე სწავლას.
ვისწავლეთ ბლოგში სურათის ჩასმა.

Saturday, April 5, 2014

ტრენინგის პირველი დღე

ტრენინგის პირველი დღე შთამბეჭდავი აღმოჩნდა.შევხვდი ჩემს ნაცნობ და ყოფილ პედაგოგებს.კოლეგებთან ურთიერთობა ერთ-ერთი სასარგებლო რესურსია გამოცდილების გაზიარებისას.
ტრენერმა ქალბატონმა ქეთი ცერაძემ ნათლად გაგვაცნო ტრენინგის მიზნები,რომ პროექტებით სწავლება ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას და მათთვის 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების გამომუშავებას.
გავეცანით პროექტის გზამკვლევის სტრუქტურას.გზამკვლევი გაგვიადვილებს სისტემაში მოვიყვანოთ და ორგანიზება გავუკეტოთ ტრენინგის დროს ნასწავლ მასალას.
შევქმენით პორტფოლიოს საქაღალდე.გავეცანით კურსის რესურსებს და შევისწავლეთ როგორ მოვიძიოთ და შევინახოთ ისინი.განვიხილეთ პროექტის ნიმუშები და სტრუქტურა.შევქმენით ახალი ბლოგები.გავაკეთეთ რეფლექსია.