Saturday, May 3, 2014

ტრენინგის მნიშვნელობის დასაბუთება

   მინდა ვთქვა,რომ, მიუხედავად პედაგოგის რთული ცხოვრებისა და გადატვირთული გრაფიკისა, ჩვენი ტრენინგი იმდენად მრავლისმომცემი აღმოჩნდა ჩვენი ენერგიული ტრენერის-ქალბატონი ქეთი ცერაძის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების დიდი უნარის წყალობით ,რომ კიდევ არ დავიშურებდი ძალისხმევას და დროს მის მოსასმენად.
  პროექტზე დაფუძნებული სწავლება ერთ ერთ უახლეს და პროდუქტიულ მეთოდად მიიჩნევა თანამედროვე განათლების სისტემაში,რაც უვითარებს ბავშვებს კვლევა ძიების,პრობლემის გადაჭრის დამოუკიდებლად აზროვნების უნარებს.ისინი მეტი აქტიურობით ერთვებიან სასწავლო პოცესში და იძენენ 21-ე უნარ-ჩვევებს.
  ბევრი აქამდე ჩემთვის მიუწვდომელი და ბუნდოვანი საკითხი ნათელი გახდა(ტექნილოგიების  ფლობის თვალსაზრისით).
  გამიჩნდა დიდი სურვილი და ახლა უკვე შესაძლებლობაც რომ გავაკეთო ელექტრონული პორტფოლიო და თავი მოვუყარო ერთად ჩემი პროფესიული საქმიანობის ამსახველ მასალას.თუ რა აქტივობებს ვატარებ სკოლაში,ჩემს მოსწავლეებთან,კათედრაზე,კოლეგებთან,როგორ ვზრუნავ პროფესიული ზრდის თვალსაზრისით.
რაც შეეხეხება პროექტს,გამიჩნდა რამდენიმე იდეა აქტუალურ და პრობლემატურ თემებზე და აუცილებლად განვახორციელებ!

ტრენინგის მეცხრე დღე

   დღეს ერთხელ კიდევ გადავავლეთ თვალი მნიშვნელოვან მასალას,გაჯეტების ადგილი და ჩასმა ბლოგებში.
  შემდეგი საკითხი იყო   ბლოგში გვერდების ჩამატება,რედაქტირება,წაშლა.
   ვიმუშავეთ პიკასა ალბომზე,ავტვირთეთ სურათები,გადავიტანეთ ბლოგის გაჯეტებში.
 ტრენინგის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი პროექტების პრეზენტაცია იყო.განსაკუთრებით გამოირჩეოდა ტრენინგის ერთ-ერთი მონაწილის ქ-ნი ლეილა ნამორაძის პრეზენტაცია მეტად აქტუალურ თემაზე-ქარსაცავი ზოლები გორის მუნიციპალიტატის ტერიტორიაზე.საკითხი იმდენად კარგად იყო გაშლილი,რომ სურვილი გამიჩნდა,პირადად ჩავერთო ხეების დარგვის პროცესში.რაც მთავარია,პროექტმა დააინტერესა მოსწავლეები,მათ ჩაატარეს კვლევა,ჩაერტვნენ სასწავლო პროცესში მეტი ინტერესით და შედეგიც სახეზე აღმოჩნდა:დაირგო ხეები გამწვანდა გარემო და სახალისო გახდა სწავლის პროცესი.
  ბოლოს,შევაჯამეთ ტრენინგი და დავწერეთ რეფლექსია.